ცხინვალში დაძაბულობა გრძელდება . ოპოზიციის კანდიდატმა ალა ჯიოევამ მოამზადა მიმართვა ედუარდ კოკოითისადმი. ის ითხოვს დე ფაქტო ხელისუფლებამ 1 დეკემბერს ,საღამოს 18 საათამდე სცნოს საკუთარი კანდიდატის მარცხი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯიოევა იხსნის პასუხისმგებლობას საკუთარი მომხრეების ქმედებებზე. ალა ჯიოევა მოითხოვს გაუქმდეს დე ფაქტო უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც 27 ნოემბრის არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადეს და გაუქმეს დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილება ხელმეორე არჩევნების დანიშვნის თაობაზე . ”მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოვლენების შესაძლო განვითარებაზე მთელი პასუხისმგებლობა რესპუბლიკის ხელმძღვანელობას დაეკისრება”- აცხადებს ალა ჯიოევა. თავის მხრივ სეპარატისტმა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ თქვა, რომ არ მიიღებს არავითარ ულტიმატუმს.
tbl.ge/to
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- კობახიძე: ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შექმნა იყო ღალატი, მას სჭირდება შემობრუნება
- ოკუპირებულ ცხინვალში სკოლის მოსწავლეების მიერ დაზიანებული სტალინის ძეგლი აღადგინეს
- კალაძე: ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და რეალობა მგონია
- სუს: ხურვალეთთან რუსული საოკუპაციო ძალის მიერ დაკავებული გიორგი ბოლოთაშვილი თავისუფალია
- სუს: საოკუპაციო ძალებმა ხურვალეთთან 3 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, 1 უკვე გათავისუფლდა




