გაფიცვა

მასშტაბური გაფიცვა დიდ ბრიტანეთში

დიდ ბრიტანეთში 2 მილიონამდე ადამიანი ჩაერთო 24 საათიან გაფიცვაში. ისინი  აპროტესტებენ მთავრობის გეგმას საპენსიო რეფორმის შესახებ. პროფკავშირები ირწმუნებიან, რომ რეფორმის შედეგად დასაქმებულებს მოუწვეთ მეტი ფული გადაიხადონ საპენსიო ფონდში, ასევე უფრო დიდხანს იმუშაონ პენსიაში გასვლამდე. მთავრობა  საკუთარ გეგმას ამართლებს იმით, რომ  იზრდება ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა და ბიუჯეტი ვეღარ წვდება არსებული სისტემით გათვალისწინებულ საპენსიო ხარჯებს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გაფიცვას ”უპასუხისმგებლო” ქმედება უწოდა, ბრიტანეთში საავადმყოფოები დღეს მხოლოდ გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით შემოიფარგლებოდნენ.

 

 

კომენტარები