ოკუპირებული ტერიტორიები

ცხინვალის ცენტრში ალა ჯიოევას მომხრეები იკრიბებიან

ცხინვალში დე ფაქტო უმაღლესი სასამართლო განიხილავს კოკოითის პარტიის ”ედინსტვოს” სარჩელს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას დარღვევების შესახებ. ე. წ პრეზიდენტობის კანდიდატი ალა ჯიოევა კი აცხადებს, რომ ბოლომდე აპირებს ბრძოლას. სააგენტო ”ინტერფაქსს” მოჰყავს მისი სიტყვები, რომ არ სცნობს სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუკი ის ”არჩევნების” შედეგებს გაუქმებულად გამოაცხადებს. გავრცელებული ცნობებით, ჯიოევას სახლთან შეიკრიბნენ მისი მხარდამჭერები და დაიძრნენ ცხინვალის ცენტრალური მოედნისკენ.

დე ფაქტო საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით ” არჩევნების” მეორე ტურში წარმატება კოკოითის ოპოზიციის კანდიდატმა ალა ჯიოევმა მოიპოვა. კოკოითის და კრემლის ფავორიტმა კანდიდატმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ ის არ მოახდენდა მიტინგის ორგანიზებას იმ შემთხვევაშიც , თუკი საარჩევნო კომისია მისთვის არასასურველ საბოლოო შედეგს გამოაცხადებდა, მაგრამ კომისიამ საბოლოო შედეგების გამოცხადება გადადო. ცხინვალში ახლა სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.

 

კომენტარები