იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნება” უკვე დარეგისტრირებულია.
განცხადება ახალი სუბიექტის - ა(ა)იპ საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნების” რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2011 წლის 24 ნოემბერს მიიღო.
დღეს, ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საჯარო რეესტრი საზოგადოებრივ მოძრაობა ”ქართულ ოცნებას’’ არ არეგისტრირებს. პრესსამდივნოს განცხადებით, საჯარო რეესრტი ვალდებული იყო, განცხადების შეტანის დღესვე დაეკმაყოფილებინა რეგისტრაციის მოთხოვნა, ან მიეთითებინა განმცხადებლისთვის საბუთებში არსებული ხარვეზების შესახებ. ივანიშვილის პრესსამდივნოს თქმით, განცხადებაზე პასუხი გაჭიანურდა. მათივე შეფასებით, ეს პოლიტიკური დევნისა და კანონის დარღვევის ნათელი მაგალითი იყო.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე უკვე აღნიშნულია, რომ სარეგისტრაციო განცხადება დასრულებულია (რეგისტრაციის ნომერი 404411837).




