აშშ-რუსეთის ურთიერთობა

აშშ და ნატო მედვედევს პასუხობს

 რუსეთის პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევის განცხადების საპასუხოდ  აშშ-მ კიდევ ერთხელ   გაიმეორა, რომ  ევროპის დასაცავად დაგეგმილი სარაკეტო  დავდაცვის სისტემა რუსეთს  არ ემუქრება. ობამას ადმინისტრაცია კარგა ხანია  ცდილობს მოსკოვი  დაარწმუნოს, რომ ევროპაში ანტისარაკეტო   თავდაცვითი სისტემის  განთავსების გეგმა მიზნად ისახავს ისეთი ქვეყნებისგან მომავალი პოტენციური  საფრთხის აღკვეთას,  როგორც მაგალითად ირანია და არანაირად არ  შეიცავს საფრთხეს რუსეთისთვის. 

გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ევროპაში  ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის განლაგების საკითხზე მოლაპარაკებების  რუსეთისთვის არასასურველი მიმართულებით  განვითარების შემთხვევაში, რუსეთი განათავსებს თავდასხმით სისტემებს კალინინგრადსა და სხვა რაიონებში.   მედვედევის ამ განცხადების შემდეგ   თეთრ სახლში  განმარტეს, რომ  არ  შევა ცვლილებები  ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის განლაგების  გეგმაში.

მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანიც, ანდერს ფოგ რასმუსმენმა აღნისნა, რომ ნატო იმედგაცურებულია რუსეთის ლიდერის გეგმით -  განათავსოს  თავდასხმითი რაკეტები ნატოს სამეზობლოში ევროპაში ანტისარაკეტო  თავდაცვითი სისტემების წინააღმდეგ. 

კომენტარები