25 ნოემბერს 18:00-ზე გალერეაში ”ვანდა” (ყოფილი ”Hobby") გაიხსნება გია რევაზიშვილის პერსონალურ გამოფენა.
გია რევაზიშვილი 1954 წლის 16 ივლისს თბილისში დაიბადა. განათლება 1971-1976 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მიიღო. ის არის ფერმწერი, გრაფიკოსი, მონუმენტალისტი, თეატრის მხატვარი. წლების მანძილზე იგი აქტიურად მუშაობს, როგორც დაზგურ ფერწერასა და გრაფიკაში, ასევე მონუმენტურ მხატვრობასა და სცენოგრაფიაში.




