პოლიტიკურმა უთანხმოებამ ეჭვ ქვეშ არ უნდა დააყენოს რუსეთის სტაბილურობა, მისი სუვერენიტეტი და მილიონებით ადამიანის კეთილდღეობა - უთხრა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო დუმის დეპუტატებს. პუტინის აზრით , რუსეთში საპარლამენტო ოპოზიციამ უნდა გამოიჩინოს აქტივობა, მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეუწყოს ქვეყანაში დესტაბილიზაციას. ” მმართველი პარტია ელის ოპოზიციისგან, რომ ის იმოქმედებს წყნარად და არ დაიწყებს ნავის რყევას, სხვა და სხვა ფაქტორების გამო აღმოვჩნდებით რისკების წინაშე და ძალიან მნიშვნელოვანია ნავი არ გადაყირავდეს”- განაცხადა პუტინმა. პუტინის ამ განცხადებას ბიბისი ავრცელებს და თან აღნიშნავს, რომ ახლახან პირველად აღმოჩნდა პუტინი ისეთ სიტუაციაში, როგორიც მოსკოვის ოლიმპიურ დარბაზში მისი სიტყვით გამოსვლისას შეიქმნა. პუტინის სიტყვა დარბაზში შეკრებილების სტვენამ გადაფარა.
tbl.ge/u63
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- პეტერბურგში დააკავეს ილია ტრაბერი – ბიზნესმენი, რომელსაც პუტინის მეგობარს უწოდებდნენ
- რუსეთი ამბობს, რომ აშშ ტაილანდში რუსებზე "ნადირობს"
- დაღესტანში "გაზპრომის" გაზსადენის მონაკვეთი აფეთქდა, გაჩნდა დიდი ხანძარი
- მედია: რუსეთში დეველოპერებისთვის სამთავრობო VPN პროგრამის შექმნას განიხილავენ
- პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის შვილს საქართველოში აქციაში მონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს




