2011 წლის 22 ნოემბერს 18.00 საათზე სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიხსნება გამოფენას სახელწოდებით „სამი მეგობარი“.
გამოფენა „სამი მეგობარი“ წარმოადგენს სამი ხელოვანის - ოთარ ვეფხვაძის (კერამიკა), ივარს ბუმბიერეს (მხატვრობა) და პეტერის მარტინსონის (კერამიკა) ხელოვნების ნიმუშების შემოქმედებით შეხვედრას. გამოფენაზე წარმოდგენილია 90-ამდე კერამიკული და ფერწერული ნამუშევარი.
ექსპოზიცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში 2011 წლის 11 დეკემბრამდე გაგრძელდება. გამოფენის ორგანიზატორები არიან: ლატვიის საელჩო საქართველოში, ETA Consultants, საქართველოს ეროვნული მუზეუმი.




