ნაფიც მსაჯულთა პირველი სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლე ნინო სანდოძემ ჯგუფურ ყაჩაღობასა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის თანამონაწილეობაში ნაფიც მსაჯულთა მიერ დამნაშავედ ცნობილ რევაზ დემეტრაშვილს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გუშინ ნაფიცმა მსაჯულებმა ინსტიტუტის ამოქმედებიდან პირველი ვერდიქტი გამოიტანეს. დანაშაული სამართალდამცავებმა გახსნილად 2 თვის წინ გამოაცხადეს. საქმის არსებითი განხილვის პროცესში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით ჩატარდა 6 სასამართლო სხდომა, დაიკითხა ბრალდებული და 13 მოწმე, ასევე მხარეთა მიერ გამოკვლეული იქნა საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები.
დაცვის მხარეს სასჯელის გასაჩივრება ერთი თვის ვადაში შეუძლია.




