ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი

გრიგალაშვილი: სასამართლოს არ ენდობიან - ამ პირობებში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ალტერნატივაა

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გვესმოდეს ის ფაქტი, რომ ჩვენს სასამართლო სისტემას არ გააჩნია არანაირი ნდობა. შესაბამისად, ამ პირობებში უნდა მოვიფიქროთ მართლმსაჯულების ალტერნატიული მოდელები, ერთ-ერთია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. ჩემი პარტია გირჩი-მეტი თავისუფლება თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს განსჯადობის გაფართოებას. არა მხოლოდ იმ საქმეებზე, რომლებზეც ლაზარეს და თორნიკეს ბრალი აქვთ წაყენებული, არამედ იმ დანაშაულებზე, რომლებზეც სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა. უბრალოდ ეს შეიძლება იყოს დროის ამბავი. ინფრასტრუქტურა არის ფიზიკურად მოსაწესრიგებელი  და დიდად მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა ხელისუფლების უვცვლელობის შემთხვევაში ამ მიმართულებით იარონ. 

ახლა მნიშვნელოვანია კონკრეტულად ლაზარეს საკითხთან მიმართებით ამ თემის განხილვა. დღეს დარწმუნებით ვიცით, რომ ხელისუფლებას აქვს დისკრედიტაციის კამპანია აგორებული ლაზარეს წინააღმდეგ. ვიცით, რომ მის მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი არის ერთადერთი ალტერნატივა, რადგან ლაზარე არ გაურბის მართლმსაჯულებას, უბრალოდ  ის ითხოვს, რომ სანდო სასამართლომ გაასამართლოს. 

საქართველოს ხელისუფლების პასუხი არის დუმილი და უარიც მათ შორის, რადგან გუშინ ადამიანის უფლებათა კომიტეტმა უარი თქვა მართლმსაჯულების გაფართოებაზე ლაზარეს მიმართ წაყენებულ მუხლებზე. ეს არის დამატებითი დასტური, რომ გაურბიან სამართლიან სასამართლოს. წინასწარ აქვთ განაჩენი გამზადებული ლაზარესთვის, უბრალოდ ეს არის დროის საკითხი, როდის გააქტიურებენ ამ ყველაფერს.  როცა ეს ხელისუფლება შეიცვლება, ჩვენ უნდა ვიფიქროთ თავისუფლებაზე. ასე რომ , ერთხელ და სამუდამოდ სასამარტლოს მიმართ გავაჩინოთ მეტი ნდობა. 

ამბობს გირჩი-მეტი თავისუფლების წვერი ბადრი გრიგალაშვილი  ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის გაფართოებასთან დაკავშირებით გამართულ თავისუფლების ინსტიტუტის შეხვედრაზე. 

კომენტარები