ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი

მეზვრიშვილი: ნაფიცი მსაჯულები კარგია სასამართლოსადმი ნდობის ასამღლებლად, ყოველთვის ასე იყო

"ზოგადად, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი თავის დროზე როცა იქნა შემოღებული ცვლილებით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, იდეა გახლდათ ის, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა ამაღლებულიყო, ეს მოხდა 2012 წლამდე პერიოდში, თუმცა ამ იმპლემენტაციის პროცესში გამოვლინდა ძალიან ბევრი ხარვეზი. თუ გაფართოებაზე და სისხლის სამართლის კოდექსის მუხლების დამატებაზე დავიწყებთ საუბარს, ძალიან მნიშვნელოვანია,  რომ სწორად გავაანალიზოთ და შევისწავლოთ რა გამოწვევებთან არის გაფართოება დაკავშირებული.

იდეა ბუნებრივია სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლების თვალსაზრისით არის კარგი, ასე იყო ეს ყოველთვის, თავის დროზეც ამ მიზანს ემსახურებოდა, სწორად უნდა შევისწავლოთ და დავთვალოთ დანერგვასთან დაკავშირებული ის საჭიროებები, რაც პრაქტიკაში იქნება.

ამ ინსტიტუტის მოწინააღმდეგეები საჯაროდ არასოდეს ამბობენ, ვინაიდან ეს დაკავშირებულია სასამართლო სისტემიდან ძალაუფლების მოქალაქეების ხელში გადასვლასთან.

კარგად არის გასააზრებელი, დიდ რესურსებთანაც არის დაკავშირებული, წლების განმავლობაში ეს პროცესი მიმდინარეობდა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით და კარგი იქნება, თუ ექპსერტებაც მოვიხმობთ და ეს შეხვედრაც ამას ემსახურება."

ამბობს გახარია-საქართველოსთვის წევრი, ნათია მეზვრიშვილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის გაფართოებასთან დაკავშირებით გამართულ თავისუფლების ინსტიტუტის შეხვედრაზე.

კომენტარები