ივანიშვილი პოლიტიკაში

ქართუ ბანკს პოლიტიკისგან გამიჯვნა მოუწოდეს

გუშინ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე , ”ეროვნული ბანკის ” თავმჯდომარემ გიორგი ქადაგიძემ თქვა,რომ თუ ”ქართუ ბანკის” მესვეურები პოლიტიკას არ გაემიჯნებიან და იქ წესრიგს არ დაამყარებენ, ამ წესრიგის დამყარებას საკუთარ თავზე ეროვნული ბანკი აიღებს. ქადაგიძემ აღნიშნა, რომ არც ერთი ბანკი, როგორც ეკონომიკის ხერხემალი, არ უნდა იყოს დაკავშირებული პოლიტიკასთან. კომიტეტის სხდომას ”ქართუ ბანკის ” პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილიც ესწრებოდა. მან განაცხადა, რომ ”ეროვნული ბანკი” ” ქართუ ბანკში” დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნას ცდილობს და ”ამიტომ მან გამუდმებით უნდა აკეთოს აპელირება იმაზე, რომ ბანკი მას შემოწმებაში ხელს უშლის”. თავის მხრივ ”ეროვნული ბანკის თვმჯდომარემ” ჯავახიშვილი პოლიტიკური შინაარსის განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა და საკომიტეტო განხილვის მონაწილეებს მოსთხოვათ დაესახელებინათ პრეცედენტი, ”სადაც კომერციული ბანკი აგროვებს ხელმოწერებს პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად. სადაც ბანკირი გამოდის და აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, აფასებს პარლამენტარების გამოსვლებს, კომერციული ბანკი ასრულებს პიარის ფუნქციას.” ” დამისახელეთ ერთი მაგალითი მაინც, როცა კომერციული ბანკი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას ეროვნული ბანკის შესახებ და მიზანმიმართულად აჭიანურებს შემოწმების პროცესს“- განაცხადა ქადაგიძემ.

კომენტარები