ლევილი

მოლაპარაკებები ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემაზე

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, პაპუნა დავითაია საფრანგეთში ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის მიზანი ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაა. პაპუნა დავითაია უკვე შეხვდა საფრანგეთის ოფიციალურ პირებს, მათ შორის ბიუჯეტის მინისტრის კაბინეტის დირექტორის პირველ მოადგილესა და კაბინეტის წევრებს. ასევე შედგა შეხვედრა კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორთან, ერიკ ფურნიესთან. გუშინვე გაიმართა საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობაში ლევილის მამულისა და ქონების საქართველოსთვის გადაცემის შესახებ ერთობლივი კომისიის მორიგი სხდომა.

როგორც პაპუნა დავითაიამ მედიას განუცხადა, მოლაპარაკების თემა ტექნიკური საკითხებია და საჭიროა მათი შეთანხმება საფრანგეთის ფინანსთა და საგარეო სამინისტროებთან.

მემორანდუმს ”ლევილის მამულის საქართველოსთვის გადაცემის შესახებ” ხელი ამა წლის 23 მაისს, ლევილის შატოში მოეწერა. გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს მთავრობა ვალდებულებას იღებს, ლევილის კულტურულ-ისტორიული ცენტრი კიდევ უფრო განავითაროს. 

კომენტარები