ივანიშვილი პოლიტიკაში

ივანიშვილი: პოლიტიკის ხელახლა გააზრების დროა

ბიზნესმენად ჩამოყალიბებული ადამიანისთვის, რომელსაც პოლიტიკაში არანაირი გამოცდილება არა აქვს, ეს იოლი დებიუტი არ არის- აღნიშნავს მილიარდერი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი თავის წერილში, რომელიც Le Monde - მა გამოაქვეყნა. საქართველოს პოლიტიკის ხელახლა გააზრების დროა - ასე ჰქვია ამ წერილს და მასში ივანიშვილი განმარტავს, რომ ”ძალიან შემაშფოთებელია სააკაშვილის მთავრობის” მცოცავი ავტორიტარიზმი ” და პოლიტიკაში მოსვლაც საზოგადოების ”ოპოზიციურ ძალთა წყალობით დაბალანსების” მოთხოვნილებამ გადააწყვეტინა. ” მმართველი ძალა 2012 წლის შემდეგ ძველებურად ვეღარ უნდა ჩაებღაუჭოს ხელისუფლებას”- ხაზს უსვამს წერილის ავტორი და განაგრძობს: 2008 წელს საქართველო ჩაება და დამარცხდა რუსეთის წინააღმდეგ ომში, რომლის თავიდან არიდებაც შეიძლებოდაო . ბიზნესმენი დაასკვნის, რომ რუსეთთან ომში ჩაბმა არის შედეგი იმის, რომ ”მთავრობაში გადაწყვეტილებების მიღების სისტემა არ არსებობს”. ” ამის შედეგებს დღემდე ვიმკით: დაკარგულია ტერიტორიების 20 პროცენტი და გაყინულია სავაჭრო კავშირები რუსეთთან, მაშინ როცა ეს უმნიშვნელოვანესი ბაზარია ჩვენი პროდუქციისა და მომსახურებისთვის.”- აღნიშნავს ბიზნესმენი და დასძენს, რომ ” ვარდების რევოლუციის” შემდეგ მასში იმედგაცრუება იზრდებოდა, ქვეყნის დატოვებაზეც ფიქრობდა, მაგრამ მაინც დარჩება გადაწყვიტა. ” გადავწყვიტე დარჩენა, რადგან საკუთარ მოვალეობად მივიჩნიე დავეხმარო საქართველოს, რათა ის სწორ გზაზე დადგეს. ” - წერს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე,  რუსეთში  საკუთარი კომერციული აქტივების რეალიზაციას გეგმავს. 

 

კომენტარები