პრეზიდენტის ვიზიტი

მიხეილ სააკაშვილი ლონდონში შეხვედრებს მართავს

დღეს ლონდონში დიდი ბრიტანეთი პრემიერ-მინისტრის დევიდ კამერონისა და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა გაიმართება. ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი „საერთაშორისო დემოკრატთა გაერთიანების" მიწვევით საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება. მიხეილ სააკაშვილი კონფერენციის სტუმრებს სიტყვით მიმართავს.

„საერთაშორისო დემოკრატთა გაერთიანების" კონფერენციის მასპინძლები დევიდ კამერონი და ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერები არიან. შეხვედრას სხვადასხვა ქვეყნების მთავრობის მეთაურები და პარტიის ლიდერები ესწრებიან. დელეგატები მსოფლიოში დემოკრატიის განვითარებისა და განმტკიცების საკითხებს განიხილავენ.

საერთაშორისო დემოკრატთა გაერთიანების დამფუძნებლები ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯორჯ ბუში (უფროსი) არიან.

 

კომენტარები