საბერძნეთის კრიზისი

პრემიერის დანიშვნასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები საბერძნეთში

საბერძნეთში ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნასთან დაკავშირებით ქვეყნის პოლიტიკოსები მოლაპარაკებებს განაგრძობენ. მხარეები შეთანხმების მიღწევას ოთხი დღეა ცდილობენ, თუმცა წინსვლა არ შეიმჩნევა. ამ დროს კი ქვეყანა გაკოტრების პირასაა.

ახალი მთავრობის დაკომპლექტებას შემდეგი პოლიტიკური ძალები ცდილობენ: ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გეორგიოს პაპანდრეუს “პასოკის პარტია”, ცენტრისტულ-მემარჯვენე ოპოზიაცია ”ახალი დემოკრატია”  და ნაციონალისტური ”ლაოსის პარტია” ამ უკანასკნელმა 9 ნოემბერს მოლაპარაკებათა მაგიდა დატოვა, რამაც დილოგის პროცესი შეაფერხა.

ბერძენი პოლიტიკოსები ახალი შუალედური მთავრობის ლიდერის საერთო კანდიდატურაზე ვერ თანხმდებიან. ეს კი  ქვეყნის ისედაც მძიმე ეკონომიურ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. საბერძნეთმა დახმარების პაკეტის პირობები უნდა შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროზონის დატოვება მოუწევს. როგორც ცნობილია, ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ქვეყანას 130 მილიარდი ევროს ღირებულების ფონდები მკაცრი ეკონომიკური ზომების გატარების სანაცვლოდ გამოუყვეს. 

კომენტარები