გამოფენა

ედმონდ კალანდაძის გამოფენა ეროვნულ მუზეუმში

დღეს, 10 ნოემბერს 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი გეპატიჟებათ ედმონდ (გაბრიელ) კალანდაძის ნამუშევრების გამოფენაზე.

საგამოფენო სივრცე დაეთმობა მხატვრის სახელოსნოსა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციებში დაცულ 60-მდე ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევარს.

ედმონდ (გაბრიელ) კალანდაძე ახალი ქართული ხელოვნების უმნიშვნელოვანეს ფიგურად არის მიჩნეული. მის შემოქმედებაში მკაფიოდ აისახა ეპოქის საერთო კულტურული ტენდენციები, როგორც ფორმალურ-სტილისტიკურ, ასევე იდეურ-მსოფლმხედველობითი თვალსაზრისით.

მხატვრის თითოეული ნამუშევარი სამყაროს მოდელის შექმნის და მისდამი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის მცდელობაა.

ედმონდ კალანდაძის შემოქმედებაში დიდ როლს თამაშობს გრძნობა, ინტუიცია, ფერადოვანი ხედვა. მას სრულად აქვს გააზრებული სამყაროს მთელი მრავალფეროვნება და მისი ფერადოვანი, ფორმისმიერი თუ განწყობითი ნიუანსები.

გამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმის, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში 25 ნოემბრამდე გაგრძელდება.

მისამართი: გუდიაშვილის 1.

 

 

კომენტარები