რესპუბლიკური პარტია

უსუფაშვილი: მალე რესპუბლიკელები „რეალურ საქმეში“ ჩაერთვებიან

რესპუბლიკური პარტია "ძალიან მალე სერიოზული პოლიტიკური პროცესის  მონაწილე“ იქნება , - ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა  "რესპუბლიკური პარტიის" რიგით მე-14 ყრილობაზე განაცხადა.

პარტიის ლიდერი ყრილობის დელეგატებს ბიძინა ივანიშვილთან და ირაკლი ალასანიას გუნდთან პარტნიორულ ურთიერთობებზე ესაუბრა.   გამოთქვა მოსაზრება, რომ  ხელისუფლებამ ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენით  „სასიკვდილო საფრთხე“  დაინახა, რის გამოც წინ ძალიან  პრობლემა იქნება გადასაჭრელი.  "ძალიან დიდი ალბათობით, ძალიან მალე, შესაძლოა, ამ წლის ბოლომდე რეალურ საქმეში ვიქნებით ჩართულები", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

"რესპუბლიკელების" ლიდერმა შეაჯამა პარტიის საქმიანობის განვლილი ორი წელი, ისაუბრა  ზეწოლებზე, რომლებსაც, მისი თქმით, ხელისუფლება ახორციელებდა ამ დროის განმავლობაში ოპონენტებზე. უსუფაშვილმა ხაზი გაუსვამ, რომ  რესპუბლიკურ პარტიას  ჰქონდა   მნიშვნელოვანი   ფინანსური პრობლემები, რის გამოც    რეგიონებში დაიხურა პარტიის ოფისთა უმრავლესობა.  უსუფაშვილმა აღნიშნა , რომ   დამფინანსებელთა უმრავლესობა პარტიას სწორედ ხელისუფლებამ ჩამოაშორა. 

კომენტარები