საბერძნეთის კრიზისი

საბერძნეთის პრემიერი აპირებს უარი თქვას რეფერენდუმის ჩატარებაზე

მედიაში გავრცელებული ცნობებით საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, გეორგიოს პაპანდრეუ აპირებს  უარი თქვას საბერძნეთის დასახმარებლად ევროზონის გადაწყვეტილების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე . მედიაში გავრცელებული ცნობებით,  საბერძნეთის პრემიერმა რეფერენდუმზე უარი ახსენა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, მან თქვა, რომ ”რეფერენდუმი თვითმიზანი არაა”.   ასევე ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა უარი თქვა  თანამდებობიდან გადადგომაზე. 

პაპანდრეუმ რეფერენდუმის შესახებ გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ევროზონის ლიდერები შეთანხმდნენ ათენის დასახმარებლად 130 მილიარდის ევრო გამოყონ, ასევე შეთანხმდნენ საბერძნეთისთვის ვალების 50 პროცენტის ჩამოწერაზე.  4 ნოემბერს საბერძნეთის პარლამენტში  გაიმართება კენჭისყრა მთავრობისადმი ნდობის საკითხზე. 

კომენტარები