საბერძნეთის კრიზისი

საბერძნეთთან დაკავშირებით კანში კონსულტაციები ჩატარდება

საფრანგეთის და გერმანიის ლიდერები გამართავენ კონსულტაციებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლებთან საბერძნეთში შექმნილ სიტუაციაზე. ამაზე ნიკოლა სარკოზი და ანგელა მერკელი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ. კონსულტაციები ოთხშაბათს, კანში გაიმართება. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა ჩაატარებს რეფერენდუმს ევროკავშირის დახმარების მიღებასთან დაკავშირებით. გასულ კვირაში ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება ევროზონაში ანტიკრიზისულ ზომების გატარების შესახებ, რომლის ფარგლებშიც საბერძნეთს ვალების 50 პროცენტს ჩამოაწერენ და 130 მილიარდი დოლარის დახმარებას გამოუყოფენ. საბერძნეთში ეწინააღმდეგებიან მომჭირნეობის ზომებს, რომელთა გატარებაც ქვეყანას დახმარების მიღების სანაცვლოდ მართებს. საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ ცნობის გავრცელებამ ევროპის საფონდო ბირჟებზე ინდექსების ვარდნა გამოიწვია.

კომენტარები