ივანიშვილი პოლიტიკაში

ივანიშვილი: აგვისტოში ომი საქართველომ წამოიწყო

თავის პრესკონფერენციაზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემა,  ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა შეკითხვას - 2008 წლის აგვისტოს ომის გამო პასუხისმგებლობას აკისრებს თუ არა საქართველოს?  შეკითხვაზე საპასუხოდ ივანიშვილმა ახსენა ტალიავინის კომისია და ასევე ევროპის საბჭოს რეზოლუცია და   თქვა : ” ორივე დოკუმენტში წერია , რომ საომარი მოქმედებები საქართველომ წამოიწყო.” ამის შემდეგ ივანიშვილმა სცადა გაეხსენებინა 2008 წლის 7 აგვისტომდე არსებული რეალობა, თქვა , რომ იბომბებოდა ლიახვის ხეობის სოფლები და  სააკაშვილს შეეძლო სოფლების მოსახლეობა უსაფრთხო ადგილას გამოეყვანა და მიემართა საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ”ამის მაგივრად  სააკაშვილმა დაიწყო ცხინვალის დაბომბვა”- თქვა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა:  ” ყველაფერი გვახსოვს, ნუ  ცდილობენ საზოგადოების მოტყუებას. ასეთი იყო სიტუაცია”

კომენტარები