ევრო 2012

პოლონეთი-უკრაინა თამბაქოს გარეშე

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/platiniko.png##fbimage#
#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/polo.png##fbimage#
ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და პოლონეთ-უკრაინის ჯანდაცვის რამდენიმე კავშირთან ერთად შეიმუშავა.

”ჩვენ ვზრუნავთ გულშემატკივრებზე და ყველა იმ ადამიანის ჯანმრთელობაზე, რომელიც მონაწილეობს უეფას მთავარი ტურნირის ორგანიზებაში. გვსურს, რომ ევროპის ჩემპიონატი ქომაგებისთვის უსაფრთხო და კომფორტული იყოს, ამ შემთხვევაში კი თამბაქოს კავშირი ფეხბურთთან აუცილებლად უნდა გამოვრიცხოთ,” - განაცხადა უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორის შუშანა იაკაბის თქმით, ტურნირის მასპინძელ ქალაქებში თამბაქოს მოწევა-გაყიდვა-რეკლამა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რესტორნებსა და გულშემატკივართა თავშეყრის ადგილებშიც აიკრძალება.

კომენტარები