საბერძნეთის კრიზისი

არეულობა ათენის ქუჩებში

 საბერძნეთის პარლამენტმა მიიღო კანონი,რომელიც პენსიის შემცირებასა  და გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს. რის შედეგადაც საპროტესტო აქციებს 70 ათასი ადამინი შეუერთდა. საბერძნეთის მოსახლეობა პროტესტის გამოსახატად  პარლამენტის წინ შეიკრიბა. აქტივისტებს შორის შეტაკების შედეგად 74 ადამიანი დაშავდა და ერთი მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა. საბერძნეთის მთავრობას მძიმე პერიოდი აქვს. ბოლო სამი წლის განმავლობაში დაგროვილი სახელმწიფო ვალი მკაცრი ზომების მიღებას მოითხოვს,რასაც მოსახლეობა საპროტესტო აქციებით პასუხობს.

ბოლო კვირის განმავლობაში საბერძნეთის მშრომელთა ნახევარზე მეტი გამოვიდა ქუჩაში. ოთხშაბათს აქტივისტების რაოდენობა  100 ათასი ადამიანით გაიზარდა.

კომენტარები