საბერძნეთის კრიზისი

საბერძნეთში დემონსტრაციები გრძელდება

საბერძნეთში საყოველთაო, 48-საათიანი  გაფიცვა მიმდინარეობს.  ქვეყნის დედაქალაქში  დღეს  ათი ათასობით დემონსტრანტია შეიკრიბა. შეფერხებულია საჯარო მომსახურება, დაიხურა ოფისები და მაღაზიები, გადაიდო ფრენები.  აქციის მონაწილეები მკაცრი ეკონომიკური ზომების შესახებ პარლამენტში დაგეგმილ კენჭისყრას აპროტესტებენ. კანონპროექტი გადასახადების ზრდის პარალელურად სამუშაო ადგილების და ანაზღაურების შემცირებას ითვალისწინებს.
ქვეყნის ხელისუფლება მკაცრი ფისკალური პოლიტიკის გატარებას სამთავრობო დეფიციტის შემცირების აუცილებლობით ხსნის. საბერძნეთს ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეკონომიკური დახმარების სანაცვლოდ დანახარჯების შემცირება მოსთხოვეს.

კომენტარები