რესპუბლიკურმა პარტიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ცდილობს დანაშაულებრივი გზით ჩამოაშოროს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესს. ”ეს არის მცდელობა მოკლან ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი და ქვეყანა უმძიმესი არჩევანის წინაშე დააყენონ”- ნათქვამია განცხადებაში. რესპუბლიკური პარტია ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას აბსურდულს უწოდებს და ივანიშვილის პოლიტიკური დევნის დამადასტურებელ ფაქტებად იშველიებს ბერა ივანიშვილის მეგობრის დაკავებას, ასევე ”ქართუ ბანკის” და ივანაშვილის დაცვის თანამშრომლების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს. რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილთან და სხვა პარტნიორებთან ერთად შესაძლებელი და აუცილებელია ”სახელმწიფოსა და მოქალაქეებისთვის უკიდურესად სახიფათო რეჟიმის დაძლევა.”
ბერა ივანიშვილის მეგობრის, ლევან მდინარაძის დაკავების მიზეზად შსს-მ ნარკოტიკების შეძენა-შენახვა დაასახელა. თუმცა, ბერა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი მეგობარი ”ქართული ოცნების” მაისურებს არიგებდა და ამისთვის დაისაჯა. რაც შეეხება ”ქართუ ბანკის” და ივანიშვილის დაცვის თანამშრომლების დაკავებას - განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფულის გათეთრების ბრალდებით, დაკავებულები გუშინ დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე , მიმდინარეობს გამოძიება .