საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2011 წლის 9 თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6.481 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
აქედან, 1.552 მილიონი აშშ დოლარი, ანუ მთლიანი ბრუნვის 23.9% ექსპორტზე, ხოლო 4.929 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 76.1% იმპორტზე მოდის. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2011 წლის იანვარ-სექტემბერში 3.377 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
2011 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5,687 მილიარდი აშშ დოლარს შეადგენდა. აქედან, ექსპორტზე 1,371 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ მთლიანი ბრუნვის 24.1%, ხოლო იმპორტზე - 4,316 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ 75.9%მოდის. იანვარ-აგვისტოს მონაცემების მიხედვით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2,945 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
იანვარ-სექტემბრის საგარეო ვაჭრობის დაზუსტებულ მონაცემებს „საქსტატი" 24 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.