უმაღლესი განათლება

’ეკონომისტმა’ საუკეთესო სამაგისტრო პროგრამების სია გამოაქვეყნა

ბრიტანულმა გამოცემა “ეკონომისტმა” უკვე მეცხრედ ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამების სია გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოს ტოპ-სასწავლებლები შევიდნენ.

წლევანდელ სიაში პირველი ადგილი შტატ ნიუ-ჰემფშირის ქალაქ დარტმუთში მდებარე ტაკის ბიზნეს-სკოლამ დაიკავა. 1900 წელს დაარსებული ეს სასწავლებელი უძველესი ბიზნეს-სკოლაა მსოფლიოში. პირველი ბიზნეს-ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაც სწორედ ტაკში დაინერგა. პირველ ათეულში აგრეთვე შედიან ჩიკაგოს ბუტის ბიზნეს-სკოლა, ჰარვარდის, ბერკლის, კოლუმბიის, სტენფორდის და იორკის უნივერსიტეტები.

ევროპის მასშტაბით,  MBA-ის საუკეთესო პროგრამას შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მდებარე ბიზნეს-სკოლა გვთავაზობს. ასეულში აზიას ჰონგ კონგის უნივერსიტეტი, ჩინეთის ევროპის საერთაშორისო ბიზნეს სკოლა და აჰმადაბადის მენეჯმენტის ინდური ინსტიტუტი წარმოადგენენ.

კომენტარები