ივანიშვილი პოლიტიკაში

კახი კალაძე ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერას უცხადებს

"ბატონო ბიძინა, მიიღეთ ჩემი მეგობრულად გამოწვდილი ხელი და როგორც ერთი რიგითი ქართველი, მიგულეთ თქვენს გვერდით" , - ამის შესახებ ფეხბურთელი კახი კალაძე თავის განცხადებაში წერს, რომელიც Facebook-ზე, მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.  წერილში  კალაძე ხაზს უსვამს, რომ არის სპორტსმენი და აპოლიტიკური ადამიანი, მაგრამ  ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა გამოხატოს საკუთარი აზრი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო. 

2010-ში  კახი კალაძემ დადებითად შეაფასა ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკური კურსი და განაცხადა, რომ  იზიარებდა მის პოზიციას რუსეთთან ურთიერთობების აღდგენისა და განვითარების შესახებ.  

კომენტარები