რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა დაიწყო ორდღიანი ვიზიტი ჩინეთში. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რიგი ეკონომიკური შეთანხმებების გაფორმება. პეკინში რუსეთის და ჩინეთის წარმომადგენლები მოილაპარაკებენ ჩინეთისთვის რუსული გაზის მიწოდებაზეც, იგეგმება 30 წლიანი კონტრაქტის გაფორმება. ამას გარდა განსახილველ თემებს შორის იქნება პოლიტიკური საკითხები, მათ შორის სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში.
გასულ კვირაში რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტო დაადეს რეზოლუციის პროექტს სირიის რეჟიმის წინააღმდეგ, რის გამოც ეს ქვეყნები მკაცრად გააკრიტიკეს აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა.
გასულ კვირაში რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტო დაადეს რეზოლუციის პროექტს სირიის რეჟიმის წინააღმდეგ, რის გამოც ეს ქვეყნები მკაცრად გააკრიტიკეს აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა.




