საზოგადოებრივი აზრის კვლევა

რესპონდენტთა 83% მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს არხი ინფორმაციას მიუკერძოებლად აშუქებს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, რესპონდენტენტთა უმეტესობა (88%) შიდა პოლიტიკისა და სხვა მოვლენების შესახებ ინფორმაციას ნაციონალური მაწყებლების, რუსთავი 2-სა და იმედის, მეშვეობით იღებს. მათ მოსდევს მეცხრე ტალღა (ფოთი), 25 არხი (ბათუმი) და საზოგადოებრივი მაუწყებელი. ინფორმაციის მისაღებად მეგა TV-ს, რეალ TV-ისა და პირველი კავკასიურ არხს  რესპონდენტთა ყველაზე მცირე რაოდენობა უყურებს.

კითხვაზე, ჩამოთვლილი ტელევიზიები მთავრობის ინტერესების გამტარებლები არიან, ოპოზიციისას თუ არცერთის, რესპონდენტთა 83%-მა უპასუხა, რომ საპატრიარქოს არხი ინფორმაციას მიუკერძოებლად აშუქებს. 64%-ის აზრით, რუსთავი 2, საზოგადოებრივი მაუწყებელი და იმედი უმეტესად მთავრობის ინტერესებს ატარებენ. რესპონდენტები  ოპოზიციურ არხებად ასახელებენ 25 არხს, კავკასიასა და მაესტროს.

ამასთან, რესპონდენტთა 61% საპატრიარქოს მომზადებულ ახალ ამბებს სრულად ენდობა, 21%-მა კი მონიშნა რომ ენდობა. უფრო ენდობიან, ვიდრე არ ენდობიან  ტელეკომპანა იმედს, რუსთავი 2-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელს. უნდობლობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ქვემო ქართლის TV-სა (25%) და რიონის (20%) მიმართ.

გამოკითხულთა 44% ახალი ამბების გაცნობის მიზნით ბეჭდურ პრესას არასდროს კითხულობს. 26% თვეში ერთხელ ან ორჯერ. ჟურნალ-გაზეთებიდან ახალ ამბებს ყოველდღიურად მხოლოდ 3% იღებს.

კომენტარები