სარკოზის ვიზიტი

ნიკოლა სარკოზიმ მიხეილ სააკაშვილი საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ თბილისში ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილი საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა. ორდენი   ,,Legion d’honneur’’ დაარსდა 1802 წელს ნაპოლეონ ბონაპარტის მიერ. ეს არის უმაღლესი ორდენი საფრანგეთის რესპუბლიკაში, რომლითაც საფრანგეთის რესპუბლიკის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებს აჯილდოვებენ, ასევე იმ უცხოელებს, რომელთაც სამოქალაქო ან სამხედრო სფეროში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით.
„მე ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე  საპატიო ჯილდოს მივიღებდი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოს - საპატიო ლეგიონის ორდენის მფლობელი ვარ“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.   თავის მხრივ საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის პრეზიდენტს ჯილდოდ  წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა, საქართველოს მიმართ გამოხატული განსაკუთრებული თანადგომის, საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისა და ეროვნული ინტერესების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

 

კომენტარები