სარკოზის ვიზიტი

Le Point : თბილისში ნიკოლა სარკოზის განცხადებები იყო სიგნალი პუტინისთვის

‘ამიერკავკასიაში  ჩასვლით ნიკოლა სარკოზიმ საუკეთესო დრო შეარჩია   საიმისოდ , რომ პუტინისთვის შეეხსენებინა  -არ შეიძლებნა   საზღვრების გადალახვა - წერს ფრანგული გამოცემა le Point . მასში გამოქვეყნებული  სტატიის თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და გააკეთა მკაფიო მინიშნება, რომ  საფრანგეთი  შეეცდება მოლაპარაკებებში მოუწოდოს რუსეთს დატოვოს საქართველოს  ტერიტორიები. „ დრო ბვერ რამეს ცვლის, მაგრამ ძველი საბჭოთა  პრინციპი  „ რაც ჩვენია ჩვენია და   რა არის თქვენი ამაზე კიდევ  დავილაპარაკებთ“ ისევ აქტუალურია“  აღნიშნავს სტატიის ავტორი მიშელ კოლომესი     და  იხსენებს ვლადიმირ პუტინის ინიციატივას ევრაზიული კავშირის შექმნის თაობაზე. „  პუტინმა თქვა, რომ ეს არ იქნება  საბჭოთა კავშირი, თუმცა  იდეა თავისთავად  შეგვახსენებს     იმპერიას, რომლის დაშლასაც მან  დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა. აი, ამიტომ  უთხრა თბილისში“ თავისუფლების მოედანზე“  შეკრებილ ათი ათასობით ადმიანს ნიკოლა სარკოზიმ    „თბილისში როცა ვარ,  ვარ ევროპაში და არსად სხვაგან!“  და ამიტომ  აღნიშნა , რომ საქართველოს აქვს უფლება შეუერთდეს ნატოს და ევროკავშირს. საფრანგეთის პრეზდენტის ეს განცხადებები     იყო სიგნალი  რუსეთის ყოფილი და მომავალი პრეზიდენტისთვის  - წერს Le Point 
 

კომენტარები