სარკოზის ვიზიტი

17 საათსა და 30 წუთზე სარკოზი და სააკაშვილი ხალხს ”თავისუფლების მოედნიდან” მიმართავენ

თავისუფლების მოედანზე უკვე დაიწყო მოქალაქეების შეკრება. 17 საათსა და 30 წუთზე  ნიკოლა სარკოზი და მიხეილ სააკაშვილი  ხალხს სწორედ ”თავისუფლების მოედნიდან” მიმართავენ.   ნიკოლა სარკოზის ვიზიტის გასაშუქებლად თბილისში ფრანგი ჟურნალისტების  დელეგაცია ჩამოვიდა. თბილისშია უკვე  საფრანგეთის სამთავრობო  დელეგაციაც.  მასში  პრეზიდენტთან ერთად  არინ:  მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრი ერიკ ბესონი, მინისტრი თანამშრომლობის საკითხებში ანრი დე რენკური, ტრანსპორტის მინისტრი ტიერი მარიანი და სახელმწიფო მინისტრი საგარეო ვაჭრობის საკითხებში პიერ ლელუში .

”საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დღეს "თავისუფლების მოედანზე"საჯარო გამოსვლისას 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებასა და საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ყოფნაზეც ისაუბრებს. ”-უთხრა ჟურნალისტებს საფრანგეთში საქართველოს ელჩმა მამუკა კუდავამ .   

კომენტარები