ნობელიანტები 2011

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა შვედ პოეტს თუმას ტრანსტრომერს

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა 80 წლის  შვედ პოეტს, თუმას ტრანსტრომერს. შვეციის სამეფო აკადემიის გადაწყვეტილების შესახებ დღეს, სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა აკადემიის მდივანმა და დასძინა: ”მისი ტევადი, გამჭვირვალე სახეები ახლებურად გვაჩვენებს რეალობას“. ტრანსტრომერს მიიჩნევენ თანამედროვეობის ყველაზე ცნობილ პოეტად შვედეთში. მისი ნაწარმოებები გადათარგმნილია 50-მდე ენაზე.  


კომენტარები