ნობელიანტები 2011

ოსლოში ნობელის პრემიით დაჯილდოების ცერემონიალი შედგა

 ოსლოში  ნობელის პრემიით დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.  მშვიდობის დარგში ნობელის პრემია  სამმა ქალმა გაინაწილა . მათ პრემია მიენიჭათ კონფლიქტების განმუხტვისა და მსოფლიოში ქალების მდგომარეოაბის განმტკიცება-განვითარებაში  შეტანილი წვლილისთვის.  როგორც ოფიციალურ ტექსტში ჩაიწერა  ისინი დააფასეს  ქალთა უსაფრთხოებისა  და მათი უფლებებისთვის არაძალადობრივი ბრძოლისა და სამშვიდობო საქმიანობაში გაღებული აქტიური წვლილის გამო.  დაჯილდოებულები არიან: ლიბერიის პრეზიდენტი ელენ ჯონსონ-სერლიფი, ლიბერიელი მშვიდობის მოძრაობის აქტივისტი ლეიმა გბოვი და იემენელი უფლებადამცველი ტავაკულ კარმანი.

დაჯილოდოების ცერემონიალზე ლიბერიის პრეზიდენტმა ელენ  ჯონსონ-სერლიფმა  აღნიშნა: „ მე გადავრჩი მაშინ, როცა მსოფლიოში ათასობით ქალი  გამოვიდა ჩემი ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით. ჩემი ცხოვრება შეიცვალა მაშინ, როცა გადავწყვიტე ის მიმეძღვნა  ლიბერიის ხალხისთვის, როცა ავიღე პასუხისმგებლობა ომით დაქცეული  ლიბერიის აღდგენაზე, ის აღარასდროს დაბრუნდება წარსულში.“

კომენტარები