ნობელიანტები 2011

ნობელის პრემია ადამიანის უფლებათა დამცველ სამ ქალს მიენიჭა

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში სამ ქალს მიენიჭა, რომლებიც ლიბერიასა და იემენში ძალადობას წინ აღუდგნენ. პრემია ელენ ჯონსონ-სირლეაფს, ლეიმა გბოვეესა და ტავაკულ ქარმანს შორის განაწილდა ’მათი არაძალადობრივი ბრძოლისთვის ქალთა უსაფრთხოებისთვისა და მშვიდობის დამყარების პროცესში ქალთა უფლებების სრული ჩართულობისთვის.’ 72 წლის ლიბერიელი ჯონსონ-სირლეაფი პირველი აფრიკელი ქალი პრეზიდენტია. მისმა თანამემამულე გბოვეემ, ეთნიკურ-რელიგიური დაყოფის პირისპირ ორგანიზება გაუწია ქალთა მოძრაობას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ლიბერიაში სამოქალაქო ომის დასრულებისთვის. არაბული გაზაფხულის დროს, მშობლიურ იემენში  ქარმანმა დიდი როლი შეასრულა ქალთა უფლებების დაცვასა და დემოკრატიისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში.

ნობელის ნორვეგიული კომიტეტი იმედოვნებს, რომ წელს გაცემული პრიზი მრავალ ქვეყანაში ქალთა ჩაგვრის შეწყვეტას  შეუწყობს  ხელს და მსოფლიოს შეახსენებს, თუ რა პოტენციალს წარმოადგენენ  ქალები მშვიდობის გავრცელებისთვის.

კომენტარები