ნობელიანტები 2011

ცნობილია ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურიატების ვინაობა

ფიზიკის დარგში ნობელის პრემია წელს მიენიჭება სამ მეცნიერს, რომლებმაც დადგინეს, რომ სამყარო მზარდი სიჩქარით ფართოვდება. შვეციის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის  ნობელის კომიტეტმა განაცხადა, რომ ფიზიკის დარგში წელს პრემიას გაინაწილებენ ამერიკელი მეცნიერები სოლ პერლმუტერი და ადამ რაისი და ავსტრალიელი მეცნიერი ბრაიან შმიტი. ნობელის პრემია ითვალისწინებს ფულად ჯილდოს 10 მილიონი  შვედური კრონის ოდენობით, დაჯილდოების ცერემონია გაიმართება სტოკჰოლმში 10 დეკემბერს.

სტოკჰოლმში დაადგინეს მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურიატებიც.   ესენი არიან მეცნიერები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს თანდაყოლილი იმუნიტეტის აქტივიზაციის შესწავლაში: ბრუს ბეტლერი (აშშ), ჟიულ ჰოფმანი (ლუქსემბურგი) და რალფ სტაინმენი (კანადა). ამის შემდეგ გავრცელდა ცნობა, რომ კანადელი მეცნიერი სტაინმენი 30 სექტემბერს გარდაიცვალა.  ნობელის პრემია  გარდაცვლილებს არ  ენიჭებათ, თუმცა ნობელის კომიტეტი დათანხმდა არ შეცვალოს გადაწყვეტილება. 

კომენტარები