სარკოზის ვიზიტი

ნიკოლა სარკოზის ვიზიტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

შსს საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც პრეზიდენტის გამოსვლაზე დასწრების მსურველთ ზოგიერთი ნივთის მოედანზე შეტანისგან თავის შეკავებას სთხოვს. ”მოქალაქეებს აღნიშნულ ღონისძიებაზე მისვლა და დასწრება შეეძლებათ  ორი  საათით  ადრე, რომლებიც მოედანზე დაიშვებიან  სპეციალური შემოწმების გავლის შემდეგ.  მოედანზე მისულ პირებს ეკრძალებათ თან იქონიონ ფოტო და ვიდეო კამერები, ადვილად აალებადი ნივთები, ბოთლები, ბასრი  და მსხვრევადი საგნები.” ნათქვამია განცხადებაში.

ხვალ, 7 ოქტომბერს, 17:30 წუთზე პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი თავისუფლების მოედანზე შეკრებულ მოქალაქეებს მიმართავს. ღინისძიების მსვლელობისას თავისუფლების მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანებით მოძრაობა აიკრძალება.  ”კერძოდ, აიკრძალება მოძრაობა რუსთაველის გამზირზე  და მასთან დამაკავშირებელ გზებზე. ბარათაშვილის ხიდიდან თავისუფლების  მოედნის მიმართულებით პუშკინის ქუჩაზე, ლესელიძის, დადიანის,ტაბიძის,ლეონიძის და ლერმონტოვის ქუჩებზე.” 

კომენტარები