სარკოზის ვიზიტი

ნიკოლა სარკოზის ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და საფრანგეთს შორის რიგი შეთანხმებები გაფორმდება

საფრანგეთის   პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი იწყებს რეგიონალურ ტურნეს ამიერკავკასიის ქვეყნებში. საქართველოსა და აზერაიჯანში ის სამუშაო ვიზიტებით ჩადის,  სომხეთში კი სახელმწიფო ვიზიტით.  ტაბულას  ინფორმაციით, რომელიც   ფრანგულ წყაროს ეყრდნობა ,    სარკოზი ამიერკავკასიის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში მხოლოდ თბილისში მიმართავს ხალხს.  ის სიტყვას წარმოთქვამს ერევანში ( სომხეთისთვის როდენის ქანდაკების გადაცემის ცერემონიალზე)  თუმცა, ეს არ იქნება იმ ტიპის გამოსვლა, რომელიც თბილისშია დაგეგმილი.    ნიკოლა სარკოზი  თბილისს 7 ოქტომბერს, ერევანსა და ბაქოში სტუმრობის შემდეგ  ეწვევა  და  მიმართავს ” თავისუფლების მოედანზე” შეკრებილ საზოგადოებას.   ფრანგული წყაროს ცნობით ”  თავისუფლების მოედანზე” სიტყვით გამოსვლა ვიზიტის დღის წესრიგში საფრანგეთის მოთხოვნით შევიდა.  ვიზიტის ფარგლებში  საფრანგეთის დელეგაციაში 4 მინისტრი იქნება წარმოდგენილი. დაგეგმილია  ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება, მათ  შორის: ფინანსური ოქმის , რომელიც  გაითვალისწინებს  ფინანსურ დახმარებას მესტიის სამთო-სათხილამურო კურორტად გადაქცევის ხელშესაწყობად.  საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს  შორის გაფორმდება  შეთანხმება - საქართველოში  ფრანგული ინვესტიციების შემოსვლის ხელშეწყობის მიზნით.  საფრანგეთთან  გაფორმდება სხვა  შეთანხმებებიც, მათ შორის  ART 72 -ის ტიპის თვითმფრინავების შესყიდვის თაობაზე . აღნიშნული თვითმფრინავებით   თბილისი-მესტია-თბილისი ავიარეისები  განხორციელდება.  დაგეგმილია  მოლაპარაკებების დაწყება  საქართველოს ბაზარზე  ერთ-ერთი ფრანგული ავიაკომპანიის შემოსვლის  თაობაზეც,  ასევე  ფრანგული კომპანიის მიერ   თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენი ბილიკის  და საჰაერო ნავიგაციის მართვის  კოშკის  მშენებლობის  თაობაზე.

პრეზიდენტ სარკოზისთან შეზღუდული იქნება პრესის ურთიერთობა, საფრანგეთის მხარეს სურს მედიამ  და  ქართულმა  საზოგადოებამ  ყურადღების კონცენტრაცია  მოახდინონ  სიტყვაზე, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ”თავისუფლების მოედანზე” წარმოსთქვამს. 

 

კომენტარები