საბერძნეთის კრიზისი

საბერძნეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება

 მკაცრი ეკონომიკური ზომების გატარების გამო საბერძნეთში 24-საათიანი საყოველთაო გაფიცვა ეწყობა.  შეჩერებულია ფრენები, დახურულია სკოლები, სამთავრობო უწყებებისა და ტურისტულ სააგენტოების მომსახურება შეზღუდულია, საავადმყოფოები კი შემცირებული შტატის პირობებში მუშაობს. ათენის ცენტრში,  პროფკავშირების მიერ გამართულ აქციას  16  ათასი ადამიანი შეუერთდა.  გავრცელებული ცნობებით  პარლამენტის წინ  მიმდინარე  აქციაზე ადგილი   ჰქონდა  პოლიციასთან  დაპირისპირებას.

ევროზონის  ლიდერებმა  კი გადადეს    საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების  გაწევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.  ტრანშის მისაღებად  საბერძნეთს
საჭირო პირობების დაკმაყოფილება მოსთხოვეს. 

კომენტარები