საკალათბურთო კლუბმა სოხუმმა ევროჩელენჯის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა გამართა. ქართული გუნდი სპორტის სასახლეში ბელორუსიის ჩემპიონ მინსკ-2006-ს დაუპირისპირდა და 94:78 დაამარცხა.
შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სოხუმელთა ამერიკელი მსროლელი ფრენკ რობინსონი გახდა. ამ კალათბურთელმა მოწინააღმდეგეს 27 ქულა ჩაუგდო და დიდწილად განაპირობა საკუთარი გუნდის გამარჯვება. მასთან ერთად გამოირჩა 223 სანტიმეტრიანი ცენტრი სერგო ათუაშვილიც, რომელმაც შეზღუდულ დროში - 20 წუთში, 18 ქულას მოუყარა თავი.
კარგად ითამაშა ლაშა ფარღალავასა და ამერიკელი პიერ პირსის დუეტმაც. ეს ორი მოთამაშე ერთმანეთს მსროლელისა და გამთამაშებლის ფუნქციებს უცვლიდა ხოლმე. საბოლოოდ ქართველის ანგარიშზე 9 ქულა იყო, ამერიკელმა კი 10 ქულას, 11 შედეგიანი გადაცემა და 7 მოხსნაც დაუმატა.
პირველი შეხვედრით და 16-ქულიანი გამარჯვებით სოხუმმა განმეორებითი მატჩის წინ კარგი ფორა შეიქმნა. ახლა მთავარია ერთი კვირის თავზე, 11 ოქტომბერს ბელორუსიის დედაქალაქში მოახერხონ მობილიზება და ეს უპირატესობა ხელიდან არ გაუშვან. ეს კი თავისთავად მეორე ქართული გუნდის ევროჩელენჯის ჯგუფურ რაუნდში მოხვედრის ტოლფასი იქნება.
ევროჩელენჯი, საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი, თბილისი
სოხუმი - მინსკი-2006 94:78 (28:24, 26:16, 17:21, 23:17)