სამწლიანი შესვენების შემდეგ საქართველოს ევროპული საკლუბო კალათბურთი უბრუნდება. წელს ევროტურნირებში მონაწილეობის სურვილი ორმა ქართულმა გუნდმა გამოთქვა - ჩემპიონმა არმიამ და მეოთხეადგილოსანმა სოხუმმა. პირველი მათგანი პირდაპირ ევროჩელენჯის ძირითად ბადეში მოხვდა და გათამაშებაში ჯგუფური ეტაპიდან ჩაებმება. სოხუმი კი ასპარეზობას საკვალიფიკაციო რაუნდიდან იწყებს.
ლატვიელი არვიდას ბაგაცკისის გაწვრთნილი და მომზადებული სოხუმი პირველ შეხვედრას დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში ჩაატარებს. მატჩი 19 საათზე დაიწყება და გულშემატკივრებისათვის დასწრება უფასოა.
ქართული გუნდის მეტოქე ბელორუსიის ჩემპიონი მინსკი-2006-ია. ეს ორი კლუბი განმეორებით შეხვედრას ზუსტად ერთ კვირაში, 11 ოქტომბერს ბელორუსიის დედაქალაქში გამართავს. მომდევნო ეტაპზე კი სწორედ ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გადავა. თავის მხრივ მომდევნო ეტაპი უკვე ევროჩელენჯის ჯგუფური რაუნდია.