ჟენევაში დღეს უშედეგოდ დასრულდა ამიერკავკასიის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის მე-17-ე რაუნდი.ამის შესახებ ტაბულას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ განუცხადა. “რუსეთისა და მარიონეტული რეჟიმების პოზიცია ისეთივე ხისტი იყო, როგორც მანამდე, შეიძლება ითქვას, უფრო ხისტიც“ - აღნიშნა კაპანაძემ. მისი თქმით, შედარებით „უმტკივნეულო საკითხებზეც“ კი, რომლებზეც პროგრესის მიღწევის იმედი საქართველოს დელეგაციას ჰქონდა, რუსული მხარის პოზიცია შეუვალი აღმოჩნდა.
მინისტრის მოადგილის თქმით, მოსკოვი კვლავაც უარს ამბობს უსაფრთხოების მექანიზმებზე, მათ შორის კონფლიქტურ ზონებში გაერო-სა და ეუთო-ს მისიების აღდგენაზე, ასევე საერთაშორისო საპოლიციო და სამშვიდობო ძალების დაშვებაზე. რუსეთი კვლავაც უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებაზე. კაპანაძის თქმით, მოსკოვის ეს მიდგომა ძველია და სიახლეს არ წარმოადგენს.
თუმცა, საქართველოს მხარე არ ელოდა, რომ მოსკოვი უარს იტყოდა განეხილა ნდობის აღდგენის ღონისძიებები. კერძოდ, საუბარია პროექტებზე, როლებიც გამყოფი ხაზების სხვადასხვა მხარეს მცხოვრები მოსახლეობის დაახლოებას ისახავს მიზნად. კაპანაძის თქმით, მსგავსი პროექტების შემოთავაზება შუამავლებს, - გაეროს, ეუთო-სა და ევროკავშირს შეუძლიათ. ეს გულისხმობს, მაგალითად, პროფესიული ჯგუფების დაკავშირებას, სტუდენტების გაცვლას და ა. შ. რუსეთის მხარემ ამ საკითხის განხილვაზეც უარი განაცხადა მანამ, სანამ არ მოგვარდება სტატუსის საკითხი, ანუ სანამ საქართველო არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. სერგი კაპანაძის თქმით, ეს რუსეთის მხრიდან „საგანგაშო დამოკიდებულებაა“.
მოსკოვი, სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმებთან ერთად, ასევე უარს ამბობს დევნილების დაბრუნების საკითის განხილვაზე შესამაბისი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.
კაპანაძის თქმით, პროგრესი ასევე არ არის მიღწეული დაკავებულთა გათავისუფლების საკითხში. ამჟამად ცხინვალში საქართველოს 16 მოქალაქე ჰყავთ დაკავებული. მინისტრის მოადგილის თქმით, თბილისი ამ საკითზე მუშაობას გააგრძელებს, როგორც ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში, ასევე სხვადასხვა ვიზიტებისა თუ მოლაპარაკებების დროს. მისი თქმით, შეშფოთება ადმინისტრაციულ საზღვარზე ადამიანთა დაკავების გამო კონსულტაციებზე აშშ-ს წარმომადგენელმა ფილიპ გორდონმა დააფიქსირა.
ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე პროგრესი მისაღწევად მოსკოვის მხრიდან არანაირი მზადყოფნა არ ყოფილა, - დასძინა კაპანაძემ.