საბერძნეთის კრიზისი

ევროზონის ქვეყნებმა საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფა გადადეს

 ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა საბერძნეთისთვის  ფინანსური დახმარების გაწევაზე  გადაწყვეტილების მიღება გადადეს.   ლაპარაკია საბერძნეთისთვის 8 მილიონიანი ტრანშის გამოყოფაზე.  საბერძნეთში ჩავიდა  საერთაშორისო დელეგაცია აუდიტის ჩასატარებლად  და იმის დასადგენად მიაღწია თუ არა  ამ ქვეყანამ  წინსვლას კრედიტის მისაღებად  აუცილებელი პირობების დაკმაყოფილების თვალსაზრისით. აუდიტი  შეჩერდა   საბერძნეთის განცხადების გამო, რომ მან ვერ მიაღწია ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად დასახულ მიზნებს. ოფიციალური ათენი აქამდე ამტკიცებდა, რომ მას კრედიტი ფინანსური ვალდებულებების შესასრულებლად ოქტომბრისთვის ესაჭიროებოდა. თუმცა, ევროპელი  მინისტრების შეხვედრაზე   ითქვა, რომ საბერძნეთი  მოითმენს და ტრანშის მიღებას  ნოემბრამდე დაელოდება.  მანამდე მან პირობების დაკმაყოფილებაში პროგრესს უნდა მიაღწიოს.

სააგენტო РИА Новости იუწყება, რომ  დახმარების ტრანშის გადადებასთან დაკავშირებით ევროზონის ქვეყნების გადაწყვეტილებამ  უარყოფითად იმოქმედა   ბაზარზე და  სამშაბათს ათენის საფონდო ბირჟებზე ინდექსის ვარდნამ   ბოლო 18 წლის მანძილზე მაქსიმალურ ზღვარს მიაღწია.

კომენტარები