სარკოზის ვიზიტი

ერიკ ფურნიე: ნოკოლა სარკოზის მიზანია სოლიდარობა გამოუცხადოს საქართველოს მოსახლეობას

საქართველოში საფრანგეთის ელჩის ერიკ ფურნიეს განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის თბილისში ჩამოსვლის მთავარი მიზანი საქართველოს მოსახლეობისთვის სოლიდარობის გამოხატვაა. ” პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში იქნება ემოციური, ნიკოლა სარკოზის სურს შეხვდეს ქართველ ხალხს.”- აღნიშნავს ელჩი.
საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზი თბილისს 7 ოქტომბერს ეწვევა, შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს და მასთან განიხილავს ორმხრივ ურთიერთობებს , ასევე რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ცხადია, პრეზიდენტების შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხება იმ კონტექსტში, რომ რუსეთი არ ასრულებს შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. თბილისში ყოფნისას ნიკოლა სარკოზი ”თავისუფლების მოედნიდან” მიმართავს საქართველოს მოსახლეობას. ” ყველას გეპატიჟებით მისი სიტყვის მოსასმენად და გთხოვთ მობრძანდეთ 17 საათამდე” - ნათქვამია ერიკ ფურნიეს მიმართვაში, რომელსაც საქართველოში საფრანგეთის საელჩო საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს. ერიკ ფურნიე ასრულებს საქართველოში თავის დიპლომატიურ მისიას, ის ჩვენს ქვეყანას 20 ოქტომბრამდე დატოვებს.” ეს ჩემი ბოლო სიტყვაა საელჩოს საიტზე. დიდი სინანულითა და მღელვარებით გემშვიდობებით მას შემდეგ, რაც საქართველოში ოთხ წელიწადზე მეტი გავატარე. ეს იყო არაჩვეულებრივი, დაძაბული წლები, რომლებმაც ამ თანამდებობაზე ჩემს მოლოდინს გადააჭარბა.”- ნათქვამია ელჩის მიმართვაში.
 

კომენტარები