ხვალ ჟენევაში კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართება. ქართულ დელეგაციას მოლაპარაკებებზე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია უხელმძღვანელებს.
ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე საქართველოს მხარე სამ ძირითადად საკითხს დააყენებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ განაცხადა.
"პირველი საკითხი არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმების არსებობის აუცილებლობა. რუსეთის ხისტი პოზიციის გამო არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ადგილზე არ იმყოფება და მიგვაჩნია, რომ გაეროს და ეუთოს წარმომადგენლობის აღდგენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მნიშვნელოვანია", - განაცხადა ჯალაღანიამ.
გარდა ამისა, მისი თქმით, საქართველოს დელეგაცია ყურადღებას გაამახვილებს რუსეთის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღების საკითხზე. "რუსეთმა, როგორც კონფლიქტის მონაწილე მხარემ, ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება უნდა აიღოს. 2010 წლის 23 ნოემბერს საქართველომ ცალმხრივად აიღო ვალდებულება რომ არ გამოიყენებს ძალას , რასაც რუსეთის მხრიდან საპასუხო რეაქცია არ მოჰყოლია", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
გარდა ამისა, ჯალაღანიას განცხადებით, საქართველო მოლაპარაკებებზე იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების საკითხსაც დააყენებს. "საქართველო მოითხოვს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მოხდეს პრინციპული შეთანხმება და ლტოლვილები და იძულებით ადგილნაცვალი პირები საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ", - აღნიშნა ჯალაღანიამ.
ჟენევის დისკუსიები 2008 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს. საქართველოსა და რუსეთის დელეგაციებთან ერთად, მასში მონაწილეობენ აშშ-ს, ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები.