სარკოზის ვიზიტი

7 ოქტომბერს ნიკოლა სარკოზი საქართველოს მოსახლეობას თავისუფლების მოედნიდან მიმართავს

საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის  თბილისში 7 ოქტომბერს ელოდებიან. საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციით, ამ დღეს ,თბილისის დროით 17 საათსა და 30 წუთზე, სარკოზი სიტყვით მიმართავს ”თავისუფლების მოედანზე” შეკრებილ საზოგადოებას. საფრანგეთის პრეზიდენტის  საჯარო გამოსვლაზე დასწრება თავისუფალია  განმარტავს  საფრანგეთის საელჩო და მოუწოდებს დაინტერესებულ მოქალაქეებს, ასევე საქართველოში მცხოვრებ საფრანგეთის მოქალაქეებს,  თავისუფლების მოედანზე 17 საათიდან შეიკრიბონ .

ნიკოლა სარკოზი თბილისს 2008 წლის აგვისტოში, საქართველოზე რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმის დღეებში სტუმრობდა. სწორედ, მისი შუამავლობით გაფორმდა  ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტები აწერენ ხელს. სარკოზი აცხადებს, რომ  სწორედ მან შეაჩერა თბილისისკენ დაძრული რუსეთის ტანკები. თუმცა  რუსეთი დღემდე  არ ასრულებს სარკოზის და ევროკავშირის შუამავლობით დადებული შეთანხმების პირობებს  და არ გაჰყვას საქართველოდან საოკუპაციო ჯარი. 

კომენტარები