კოკოითიმ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობის მიღება ანატოლი ბიბილოვს შესთავაზა

ედუარდ კოკოითიმ ე.წ. რესპუბლიკის საგანგებო  სიტუაციების მინისტრს ანატოლი  ბიბილოვს  სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის  საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება შესთავაზა.  ამ ფაქტთან დაკავშირებით  რუსი ექსპერტი ალექსეი ვეშჩენკი Эхо Кавказа-სთან საუბარში  გამოთქვამს ვარაუდს, რომ კოკოითის მემკვიდრე გამოკვეთილია.  ის აკმაყოფილებს კრემლის ყველა მოთხოვნას  და ეხლა ყველაფერი  საარჩევნო  ტექნოლოგიებზეა  დამოკიდებული -აღნიშნავს რუსი ექსპერტი.  ანატოლი ბიბილოვი ცხინვალში 1070 წელს  დაიბადა, 1992 წელს რიაზანის უმაღლესი საჰაერო-სადესანტო  სასწავლებელი დაამთავრა. 1994–1996 წლებში  სეპარატისტული რეგიონის  დე ფაქტო ხელმძღვანელობის  სპეცრაზმს მეთაურობდა. 2008 წლის აგვისტოს ომამდე  კონფლიქტის ზონაში ჩრდილოეთ ოსეთის სამშვიდობო ბატალიონის მეთაურის მოადგილე იყო, ხოლო 2008 წლის ნოემბერში  სეპარატისტული რეგიონის საგანგებო სიტუაციების მინისტრად დაინიშნა. ახლახან , ანატოლი ბიბილოვი რუსეთის პრეზიდენტმა  ”მეგობრობის ორდენით” დააჯილოდოვა. 

კომენტარები