”ღმერთმა დალოცოს ოზი ოზბორნი” ასე ქვია ახალ ფილმს რომელიც აშშ-ის კინოთეატრებში ამ პარასკევს გამოვა. ნამუშევარი ლეგენდარული მუსიკოსს, როკ-ჯგუფ Black Sabbath-ის ვოკალისტს ოზი ოზბორნს ეძღვნება. ”ხალხმა შეიძლება იკითხოს, რა დარჩა ოზიზე სათქმელი. სწორედ ესაა მთავარი სათქმელი, სინამდვილეში არავინ არაფერი არ იცის ჯონზე(ოზი ოზბორნის ნამდვილი სახელი). ყველაფერი რაც ოდესმე მასზე გინახავთ ეფუძნებოდა მის პერსონას. ჩემი მთავარი მიზანი იყო მისტიური ბურუსი გამეფანტა, მეჩვენებინა თუ ვინ არის ის სინამდვილეში და რა ცხოვრება განვლო მან. თავიდან ფილმის სათაურად ”ჯონს” ვფიქრობდი”. - განაცხადა ჯეკ ოზბორნმა, ოზის შვილმა, რომელიც ამ ფილმის პროდიუსერია.
”ღმერთმა დალოცოს ოზი ოზბორნი”
tbl.ge/1ql1
დაკოპირდა




