თალიბთა დაჯგუფების იერიში ქაბულის ცენტრში

ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალები  ჩაერთვნენ ბრძოლაში თალიბთა დაჯგუფებასთან, რომელმაც მოაწყო იერიში ქაბულის ცენტრში. გავრცელებული ცნობებით რამდენიმე მებრძოლი  ერთ-ერთ შენობაში გამაგრდა და იქიდან გახსნა ცეცხლი  უსაფრთხოების განსაკუთრებით მკაცრი ზომებით დაცული რაიონის მიმართულებით.  ლაპარაკია რაიონზე, სადაც მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და სხვა ქვეყნების დიპლომატიური მისიები .   ნატოს ძალების წარმომადგენლებმა   დადასტურეს, რომ თავდამსხმელებმ,ა ცეცხლი ნატოს სარდლობის შტაბ-ბინასაც გაუხსენს. 

კომენტარები